2018 წელს თბილისის მერიისგან კომუნალური გადასახადის დაფინანსებას 46 ათასი ოჯახი მიიღებს

13:00, 11.12.2017

სოციალურად დაუცველ 24 ათას ოჯახებს, ვისაც 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, ყოველთვიურად სააბონენტო ანგარიშზე 106 ლარი დაერიცხებათ, იმ 22 ათას ოჯახს კი ვისაც 70 000-დან 200 000 სარეიტინგო ქულა აქვს, ყოველთვიურად 20 ლარი დაერიცხება.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის 8 560,000 მილიონი ლარია გამოყოფილი. თბილისის მთავრობის განკარგულებით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, კომუნალური გადასახადის სუბსიდირება ისევ გაგრძელდება. წინა მთავრობის მიერ შედგენილ პროექტთან შედარებით, ელექტროენერგიის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი დაფინანსება 10 175 500 ლარიდან 2 მილიონით არის შემცირებული.

მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ქალაქ თბილისში „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადის დაფინანსება ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, 5 თვის განმავლობაში მოხდება.

 

მსგავსი