2018 წელს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 36 394-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა
2018 წელს სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 36 394-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 36 394-მა ავტოსატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. მათ შორის, დაახლოებით 75 პროცენტი (27 143) გამართული იყო.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 5 953 ავტოსატრანსპორტო საშუალებამ განმეორებით გაიარა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო 243 მათგანი დამატებით იქნა დახარვეზებული.

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებმაც სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გაიარეს, 8 532 მათგანი იურიდიული პირების საკუთრებაშია.

სტატისტიკა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტიპის მიხედვით
ავტობუსი – სულ: 15 000 ასს
პირველადი პტი: 12 202 ასს
განმეორებითი პტი: 2798 ასს
გამართული: 11166 ასს / 74.4…%
დახარვეზებული: 3834 ასს / 25.5…%

მიკროავტობუსი – სულ: 513​
პირველადი პტი: 425​
განმეორებითი პტი: 88
გამართული: 318 ასს / 61.9…%
დახარვეზებული: 195 ასს / 38.0…%

სატვირთო – სულ: 3999​
პირველადი პტი: 3313​
განმეორებითი პტი: 686
გამართული: 2688 ასს / 67.2…%
დახარვეზებული: 1311 ასს / 32.7…%

ფურგონი – სულ: 4291​
პირველადი პტი: 3704​
განმეორებითი პტი: 587
გამართული: 2919 ასს / 68.0…%
დახარვეზებული: 1372 ასს / 31.9…%

„2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის გამარტივების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, მოქმედებს ვებგვერდი (www.pti.ge), რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება ექნება, ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღისა და დროის გათვალისწინებით. აღნიშნული ვებგვერდი 2018 წლის იანვრიდან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში.

ამასთან, 2018 წლის 3 იანვრიდან ამოქმედდა ცხელი ხაზი – 1484, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეტაპობრივად ამოქმედების პროცესისა და პირობებით დაინტერესებულ ადამიანებს ემსახურება და აწვდის შესაბამის ინფორმაციას.