2018 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 659 545 პაციენტს გაეწია
2018 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 659 545 პაციენტს გაეწია

2018 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში 710 303 გამოძახება დაფიქსირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები 659 545 პაციენტს მოემსახურნენ.

დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის, დაშავებულთა ჰოსპიტალიზაცია 210 872 შემთხვევაში განხორციელდა. კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ კი 18 868 შეადგინა, რომელთაგან 1 625 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, თბილისისა და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და პაციენტებისთვის პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს.