2018 წელს მეხანძრე-მაშველებმა 1330 ადამიანი გადაარჩინეს [ვიდეო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2018 წლის საქმიანობის სტატისტიკას აქვეყნებს.

უწყების ცნობით, გასულ წელს მეხანძრე-მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 54 750 ინციდენტზე და ჩაატარეს 22 448 სამაშველო მოქმედება.

ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მეხანძრე-მაშველებმა გადაარჩინეს 1330 ადამიანი და 113 შინაური ცხოველი.

„2018 წელს 11 067 ხანძარი დაფიქსირდა, მათ შორის 112 – ტყეში, 1 510 ველებსა და პურეულის მასივებში“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.