2018 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში
2018 წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ცოტა – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთში

2018 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა თბილისში (16 161 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328 ბავშვი), – ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 32.7 პროცენტიდან 31.1 პროცენტამდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 64.6 პროცენტიდან 66.0 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი თითქმის უცვლელია.

რაც შეეხება გარდაცვალების მაჩვენებელს, 2018 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2017 წელთან შედარებით 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2018 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 15.7 პროცენტით შემცირდა და 4 614 შეადგინა. 2018 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებში