2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა

19:12, 20.11.2018

2018-2019 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა მაღალი კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. კონკურსი სულ სამ ეტაპიანია და გამარჯვებულს 2019 წლის გაზაფხულზე დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს.

ფონდის ხელმძღვანელის თქმით, საუკეთესო ინოვაციური გამოგონების გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. ასევე განსაკუთრებული ჯილდოები გადაეცემა სამ ფინალისტს.

მაგდა მაღრაძის თქმით, მეორე ეტაპზე ფონდი კონკურსანტებს პროექტის განსახორციელებლად მცირე დაფინანსებას მისცემს.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, გავხსნათ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი. ამ კონკურსის მიზანია, ხელი შევუწყოთ და დავაინტერესოთ ახალგაზრდები, რათა შეისწავლონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ინჟინერია, მათემატიკა“, – განაცხადა როს უილსონმა.

ღონისძიებას წინა წლებში გამარჯვებული გუნდები ესწრებოდნენ და საკუთარ ინოვაციურ ტექნიკას აჩვენებდნენ. კონკურსი აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი ესწრებოდა.

პირველი ეტაპის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 20 დეკემბერია.

მსგავსი