2017 წელს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 3645 მოქალაქე გამოაძევეს
2017 წელს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 3645 მოქალაქე გამოაძევეს

მიმდინარე წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 3645 მოქალაქის გამოძევება მოხდა. მონაცემები პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

პირველმა არხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით: რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს რამდენი მოქალაქის დეპორტაცია მოხდა 2017 წლის განმავლობაში და რომელი ქვეყნებიდან.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთიდან იქნა დეპორტირებული, კერძოდ თურქეთის ტერიტორიიდან გამოაძევეს 1651 პირი. შემდეგ ლიდერობს ისრაელი, საიდანაც 413 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.

გერმანიიდან გამოაძევეს 395 მოქალაქე. რუსეთიდან დეპორტირებულია 228 პირი, საფრანგეთიდან – 147, შვედეთიდან – 109, იტალიიდან – 77, შვეიცარიიდან – 77, ავსტრიიდან – 60, ბელგიიდან – 60, ესპანეთიდან – 59, პოლონეთიდან – 57, საბერძნეთიდან – 56, ნიდერლანდებიდან – 53, უკრაინიდან – 30 , დანიიდან – 28, ფინეთიდან – 21, ნორვეგიიდან – 18, ბელარუსიდან -16, დიდი ბრიტანეთიდან – 15, ისლანდიიდან – 13, აშშ-იდან – 10, პორტუგალიიდან – 10, კანადიდან – რვა, კვიპროსიდან – რვა, ლიტვიდან – შვიდი, უნგრეთიდან – ექვსი, ლუქსემბურგიდან – ხუთი, აზერბაიჯანიდან – ერთი, ბულგარეთიდან – ერთი, ირლანდიიდან – ერთი, ლატვიიდან – ერთი, მალაიზიიდან – ერთი, მექსიკიდან – ერთი, ჩეხეთიდან – ერთი.

მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 30 ნოემბრის ჩავთვლით, 11 თვის განმავლობაში სხვადასხა ქვეყნიდან ჯამში 3645 მოქალაქის გამოძევება მოხდა.