2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა
2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

2017 წელს საქართველომ 7 554 936 საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

80-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2017 წლის სტატისტიკური მონაცემები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განხორციელებული პროექტები, მარკეტინგული კამპანიები, საერთაშორისო ტურისტული გამოფენები, გაცნობითი და პრესტურები ტურები, პუბლიკაციები სხვადასხვა ღონისძიებები.

ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში მოგზაურთა რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 18,8%-ით მეტია.

ცნობადობის ამაღლებისა და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, ადმინისტრაციამ 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში აღიარებულმა გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემებმა და პლატფორმებმა საქართველო საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში შეიყვანეს.

საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის რეკლამირების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთელი წლის განმავლობაში ჩაატარა ინტერნეტმარკეტინგული კამპანია სხვადასხვა ქვეყანაში, რაც ადმინისტრაციის პარტნიორმა კორპორაცია Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ წარმატებულ პროექტად შეაფასა.
2017 წელს მომზადდა სარეკლამო კამპანია მსოფლიოს წამყვან ტელეარხებზე.

ღონისძიებას გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, ასევე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრებიან.