2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა
2017 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 300 ექიმს დაეკისრა

2017 წელს, პროფესიული განვითარების საბჭომ სხვადასხვა სამედიცინო გადაცდომის გამო 300 ექიმს პროფესიული პასუხისმგებლობა დააკისრა.

როგორც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოდან პირველ არხს აცნობეს, სულ გასულ წელს საბჭომ 174 საქმე და 305 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა. მათგან ორ ექიმს პასუხისმგებლობა არ დაეკისრა, სამ ექიმის საკითხის განხილვა კი გადაიდო სამართალდამცავი ორგანოებიდან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შემდეგ.

რაც შეეხება 300 ექიმს, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, მათგან 207-ს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება“; სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა 93 ექიმს (მათ შორის, სამ ექიმს ერთი წლის ვადით შეეზღუდა სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაში (სტატუსის მინიჭება) მონაწილეობის უფლება): ერთი თვით – 37 ექიმს, ორი თვით – 43 ექიმს, სამი თვით – 12 ექიმს, ოთხი თვით – ერთ ექიმს.

2016 წელს პროფესიული პასუხისმგებლობა 198 ექიმს დაეკისრა.

დატოვე კომენტარი