2017 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 37 846,6 მლნ ლარი შეადგინა
2017 წელს მშპ-ის მაჩვენებელმა 37 846,6 მლნ ლარი შეადგინა

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელმა 2017 წელს 37 846,6 მლნ. ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა: ქალაქი თბილისი (50,1 პროცენტი), იმერეთი (10,0 პროცენტი), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (8,9 პროცენტი), ქვემო ქართლი (8,2 პროცენტი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (6,4 პროცენტი).

ამასთან, თბილისში შექმნილი მშპ-ის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (27,4 პროცენტი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (14,8 პროცენტი), ასევე მშენებლობა (13,7 პროცენტი). იმერეთის რეგიონისთვის წამყვან ეკონომიკურ სექტორებს წარმოადგენს მრეწველობა (17,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (12,9 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა (12,2 პროცენტი). აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში – ქვეყნის დამატებული ღირებულების მოცულობის მიხედვით მესამე რეგიონში – დიდი წილი უკავია მშენებლობას (16,0 პროცენტი) ვაჭრობას, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტს (12,2 პროცენტი), ასევე ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობას (8,8 პროცენტი). ქვემო ქართლის მშპ-ში მნიშვნელოვანი წილით არის წარმოდგენილი მრეწველობა (37,2 პროცენტი), სოფლის მეურნეობა (17,9 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობა (7,1 პროცენტი).