2016-2018 წლებში თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი გარდაიცვალა
2016-2018 წლებში თბილისში, ბუნებრივი აირის (CO) გაჟონვით 86 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს ინფორმაცია პირველ არხს „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ მიაწოდა. კომპანიის სტატისტიკაზე დაყრდნობით, 2018 წელს თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის – 98 და გარდაცვალების 27 ფაქტი დაფიქსირდა.
2017 წელს 62 ადამიანი მოიწამლა, 30 კი გარდაიცვალა. ხოლო 2016 წელს მოწამვლის 125 და გარდაცვალების 29 შემთხვევა დაფიქსირდა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, რომ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს დღის განმავლობაში გააკეთებენ.