2012 წლის შემდეგ საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491 პროცენტით გაიზარდა

10:39, 27.04.2018

გუდაურში, ბაკურიანში, სვანეთის სამთო კურორტებსა და კურორტ გოდერძიზე ბოლო წლებში საქართველოში როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა.

2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 491%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.

ეს შესაძლებელი გახდა ავსტრიული კომპანიის „სკიდატას“ მიერ უკონტაქტო გამშვები პუნქტების დამონტაჟების შედეგად, რომლებიც ვიზიტორების რაოდენობის ზუსტად დათვლის საშუალებას იძლევა. აღნიშნული სისტემა საქართველოს ოთხივე სამთო – სათხილამურო კურორტზე ფუნქციონირებს.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი