2012 წლის შემდეგ პირველად, დამასკოში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაზე შეერთებული შტატების დროშა აღიმართა
სირიაში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტომას ბარაკმა დამასკოში, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაზე შეერთებული შტატების დროშა აღმართა, 2012 წელს საელჩოს დახურვის შემდეგ პირველად. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ფაქტს ორი კვირით ადრე წინ უძღოდა ერ-რიადში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას შეხვედრა და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სირიისთვის სანქციების შემსუბუქება.
აშშ-მა დამასკოში საკუთარი საელჩო 2012 წელს დახურა, ბაშარ ასადის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისა და შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ. თომას ბარაკი, რომელიც თურქეთში აშშ-ის ელჩია, სირიაში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლად 23 მაისს დაინიშნა. ის სირიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ცნობისთვის, აჯანყებულებმა, ალ-შარაას ისლამისტური დაჯგუფების, „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ხელმძღვანელობით, ბაშარ ასადის რეჟიმი 2024 წლის დეკემბერში დაამხეს.