2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი
2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული პირადობის მოწმობების უფასოდ შეცვლა 15 მარტიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის  მოწმობები.

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის უზრუნველყოფს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას.

2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმართეთ იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს“, – აღნიშნულია სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.