2011 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთრებაში არსებული ხუთ ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება
2011 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული პირის საკუთრებაში არსებული ხუთ ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

2011 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ხუთ ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება.

შესაბამისი ცვლილებები „საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

მთავრობა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკური პირები 2004 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით გათავისუფლებულნი არიან ხუთ ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადისგან.

„როგორც ცნობილია, იძულებით გადაადგილებულ ფიზიკურ პირებს მიწები ძირითადად 2008 წლის შემდგომ გადაეცა, რის გამოც ხორციელდება მათი გადასახადისაგან გათავისუფლება და მათთვის ანალოგიური შეღავათის დაწესება, რაც სხვა პირებისთვის გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. არსებული ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირების საერთო რაოდენობიდან მხოლოდ 32 000 ფლობს რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობმა 9 631 ჰა შეადგინა“, – განმარტავს საქართველოს მთავრობა.

დატოვე კომენტარი