2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

00:22, 08.08.2026

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათ შორის 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მსგავსი