2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს პირველ აპრილს ვადა ეწურება
2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს პირველ აპრილს ვადა ეწურება

2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილს ეწურება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში აღნიშნული მართვის მოწმობების შეცვლა სწორედ პირველ აპრილამდე შეეძლებათ.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ დღეიდან ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

უწყების ცნობით, მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ლი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

„დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების მართვის მოწმობებს“, – აცხადებენ შსს-ში.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო ვადა სამი თვით გახანგრძლივდა.