„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის“ ანგარიში ბეჭდური სახით გამოიცა
„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ ანგარიში ბეჭდური სახით გამოიცა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, ბეჭდური რედაქცია, რომელიც 400-მდე გვერდისგან შედგება, დეპუტატებს და მედიას დაურიგდება.
„ქართულ ენაზე უკვე გამოიცა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშის საბოლოო რედაქტირებული ვერსია. ინგლისური თარგმანიც უკვე მზად არის და რამდენიმე კვირაში ინგლისურენოვანი ვერსიაც დაიბეჭდება, რომელიც ყველა რელევანტურ ორგანიზაციას და საელჩოს გადაეგზავნება. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დოკუმენტალურად იხილოს, რა დანაშაულები იყო ჩადენილი ყოფილი რეჟიმის პირობებში 2003 წლიდან დაწყებული დღემდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.