2002 წლის ფინალში ზიდანის გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ შეადგინა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992-2020) საუკეთესო გოლების რეიტინგი.
გამოკითხვაში საუკეთესოდ აღიარეს ზინედინ ზიდანის გოლი 2002 წელს, „რეალისა“ და „ლევერკუზენის“ ფინალურ მატჩში, რომელიც მადრიდულმა კლუბმა 2:1 მოიგო.
„ფრანს ფუტბოლის“ რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ზინედინ ზიდანი, რეალი-ლევერკუზენი (2002)
2. მაურო ბრესანი, ფიორენტინა-ბარსელონა (1999)
3. კრიშტიანო რონალდო, რეალი-იუვენტუსი (2018)
4. დეიან სტანკოვიჩი, ინტერი-შალკე (2011)
5. ფილიპ მექსე, მილანი-ანდერლეხტი (2012)
6. გარეტ ბეილი, რეალი-ლივერპული (2018)
7. მაიკლ ესიენი, ჩელსი-ბარსელონა (2009)
8. მარიო მანჯუკიჩი, იუვენტუსი-რეალი (2017)
9. რონალდინიო, ბარსელონა-ჩელსი (2005)
10. აარონ რემზი, არსენალი-გალთასარაი (2014)