2002 წლის ფინალში ზიდანის გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოდ აღიარეს

11:36, 04.05.2020

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა „ფრანს ფუტბოლმა“ შეადგინა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992-2020) საუკეთესო გოლების რეიტინგი.

გამოკითხვაში საუკეთესოდ აღიარეს ზინედინ ზიდანის გოლი 2002 წელს, „რეალისა“ და „ლევერკუზენის“ ფინალურ მატჩში, რომელიც მადრიდულმა კლუბმა 2:1 მოიგო.

„ფრანს ფუტბოლის“ რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ზინედინ ზიდანი, რეალი-ლევერკუზენი (2002)

2. მაურო ბრესანი, ფიორენტინა-ბარსელონა (1999)

3. კრიშტიანო რონალდო, რეალი-იუვენტუსი (2018)

4. დეიან სტანკოვიჩი, ინტერი-შალკე (2011)

5. ფილიპ მექსე, მილანი-ანდერლეხტი (2012)

6. გარეტ ბეილი, რეალი-ლივერპული (2018)

7. მაიკლ ესიენი, ჩელსი-ბარსელონა (2009)

8. მარიო მანჯუკიჩი, იუვენტუსი-რეალი (2017)

9. რონალდინიო, ბარსელონა-ჩელსი (2005)

10. აარონ რემზი, არსენალი-გალთასარაი (2014)

მსგავსი