200-ზე მეტი ბავშვისა და მასწავლებლის მოწამვლის შემდეგ, მალაიზიის ხელისუფლებამ 110-ზე მეტი სკოლა დახურა
200-ზე მეტი ბავშვისა და მასწავლებლის მოწამვლის შემდეგ, მალაიზიის ხელისუფლებამ 110-ზე მეტი სკოლა დახურა

მალაიზიის ხელისუფლებამ 110-ზე მეტი სკოლის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად, 200-ზე მეტი ბავშვი და მასწავლებელი მოიწამლა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მალაიზიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მოწამვლა ​ჯოჰორის შტატში, მდინარეში ტოქსიკური ნარჩენების ჩაღვრას უკავშირდება. დახურული სკოლები სწორედ ამ მდინარის სიახლოვეს მდებარეობს.