200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება
200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება

200-კაციანი შეზღუდვა არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე არ გავრცელდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მეზვრიშვილმა საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, მსგავს ღონისძიებებზე უზრუნველყონ ორმეტრიანი დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების წესები.

„ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და 200-კაციანი შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ დ სპორტულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. უბრალოდ გვსურს,  მოვუწოდოთ საარჩევნო სუბიექტებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს როგორც ორმეტრიანი დისტანციის დაცვას, ისე პირბადის ტარების ვალდებულებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

დატოვე კომენტარი