20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდი გამოვლინდა

11:32, 06.06.2019

პოლონეთში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე რვა საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.

მეოთხედფინალებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: იტალია-მალი, კოლუმბია-უკრაინა, აშშ-ეკვადორი, სამხრეთ კორეა-სენეგალი. მერვედფინალურ შეხვედრებს მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთის ძალიან ძლიერი ნაკრები გამოთიშა ასპარეზობას, ხოლო ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი – არგენტინა, აფრიკის წარმომადგენელმა, მალის ნაკრებმა დაამარცხა.

1/4 ფინალური შეხვედრები შვიდ და რვა ივნისს გაიმართება.

მსგავსი