20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეჯგუფები დაკომპლექტდა
ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 23 მაისს პოლონეთში დაიწყება, ქვეჯგუფები უკვე დაკომპლექტდა.
20 გუნდი ხუთ ოთხგუნდა ქვეჯგუფში გადანაწილდა.
პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები, ასევე ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი, ბრძოლას მერვედფინალში გააგრძელებს.
ფინალური მატჩი ქალაქ ლოძში 15 ივნისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის ნაკრები ფინალურ სტადიაზე ვერ გავიდა.
ქვეჯგუფები შემდეგნაირად გამოიყურება:
ჯგუფი A — კოლუმბია, პოლონეთი, სენეგალი, ტაიტი
ჯგუფი B — ეკვადორი, იაპონია, იტალია, მექსიკა
ჯგუფი C — ჰონდურასი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ურუგვაი
ჯგუფი E — საფრანგეთი, მალი, პანამა, საუდის არაბეთი
ჯგუფი F — არგენტინა, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა