20-წლამდელები | თბილისის ჩელენჯერი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან მატჩით გახსნა #1TVSPORT
20-წლამდელები | თბილისის ჩელენჯერი საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან მატჩით გახსნა #1TVSPORT

თბილისის სპორტის სასახლე კალათბურთში 20-წლამდელთა ჩელენჯერს მასპინძლობს. პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა ფრანგი თანატოლების წინააღმდეგ ითამაშა, ბევრი იბრძოლა, თუმცა საბოლოოდ 63:84 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებს ვერ ეხმარებიან ლეგიონერები ამერიკიდან, თუმცა მწვრთნელმა მილოშ გლიგორიევიჩმა მეტად საინტერესო შემადგენლობა შეკრიბა. შეთამაშებისთვის კი მცირე დრო ჰქონდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ამ თაობას გასულ წელს ყველა სანაკრებო შეჯიბრება გაუცდა, მოთამაშეებს კი ერთ გუნდად შესაკვრელად თვე კი არა წლები სჭირდებათ.

თავის მხრივ, საფრანგეთის ნაკრები, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მასთან მატჩის მიხედვით რთულია  საქართველოს ახალგაზრდული გუნდის თამაშზე დასკვნების გამოტანა. მომდევნო მატჩები უკეთესად წარმოგვიდგენს ჩვენი ნაკრებისა და საერთოდ ქართული კალათბურთის მომავალს.

საფრანეთთან ქართველთა ბომბარდირები რომა ჭინჭარაული და ვლადიმერ თავაქარაშვილი გახდნენ (11-11 ქულა), ირაკლი სულხანიშვილმა 9 ქულა ჩააგდო, ხოლო ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა – 8.

მეორე დღეს, 21 ივლისს საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება.