20 ქულა ევროლიგაზე - შენგელია ყაზანურ მატჩში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
20 ქულა ევროლიგაზე - შენგელია ყაზანურ მატჩში საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 26 ნოემბერს, უკრაინასთან მატჩის შემდეგ საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ მან ნაკრების შეხვედრაში მუხლი იტკინა, რის შემდეგაც ორი კვირა გაუცდა. ევროლიგის მე-15 ტურში კი დაამტკიცა, რომ რთულ მომენტში გუნდის გაძღოლაც შეუძლია და არც ფორმა დაუკარგავს. ყაზანის „უნიქსისა“ და ცსკა-ს შეხვედრაში თოკომ 20 ქულა ჩააგდო.

„რთული მომენტი“ შემთხვევით არ დაგვიწერია – ცსკა-მ მეორე პერიოდი 7:19 წააგო და მას მერე მდევრის როლში იყო (საბოლოოდ 67:88). ქულების მოგროვება თითქმის ყველა ლიდერს გაუჭირდა, მხოლოდ სამი ასცდა 10-ქულიან ნიშნულს. ლუნდბერგმა 12 ქულა ჩააგდო, შვედმა – 13, ხოლო შენგელიას მონაგარი ასეთი იყო:

25 წუთი, 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. მან 10-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ცსკა-ს, ისევე როგორც „უნიქსს“ 9 მოგების წილ 6 წაგება აქვს და ყაზანელებთან ერთად მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებს.