20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სოსო ბაჯელიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სოსო ბაჯელიძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლდა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული სოსო ბაჯელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლითაც ადვოკატი სოსო ბაჯელიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით ბაჯელიძეს დამატებითი სანქციის სახით საზღვრის კვეთა აეკრძალა.

აღკვეთის ღონისძიების შეცვლამდე 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა სოსო ბაჯელიძემ სხდომაზე ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სოსო ბაჯელიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. ბაჯელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს მისცა პასუხისგებაში და ბრალი წარუდგინა.