20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, რომ თუ მის შვილს არ გაათავისუფლებენ, შიმშილობას დაიწყებს
20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა აცხადებს, რომ თუ მის შვილს არ გაათავისუფლებენ, შიმშილობას დაიწყებს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი მოითხოვენ 20 ივნისის ღამეს დაკავებულთა გათავისუფლებას და სამართლიან სასამართლოს.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, ბესიკ თამლიანის დედამ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, თუ მის შვილს 10 დღის განმავლობაში არ გაათავისუფლებენ, პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას დაიწყებს.

„დღეს ჩემი შვილისა და სხვა პოლიტპატიმრების სასამართლოა. მიზეზი ამ აქციის არის უსამართლობა. სამართალი ამ სასამართლოში ნამდვილად არ სუფევს. ეს არის ქაჯეთის ციხე, აუღებელი. ამას სასამართლოს შენობას ვერ დავარქმევ. ჩემი შვილი მერვე დღეა შიმშილობს, იმიტომ რომ უსამართლობაა. არც ერთი დამნაშავე შსს-დან დაკავებული არ არის დღემდე. 10 დღე მიმიცია ამ სასამართლოსთვის, თუ ჩემი შვილი 10 დღეში არ გაათავისუფლეს, მეც პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას დავიწყებ. მინდა მოვუწოდო ყველას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ოპოზიციურ პარტიებს, გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ერთმანეთის წყენა, რა დროს წყენაა, ქვეყანა თავზე გვემხობა“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის დედამ, რუსუდან თამლიანმა.