1936 წლის 20 იანვარს, სოფელ საყულიაში დიდი ქართველი ფალავანი შოთა ლომიძე დაიბადა.
შოთა ლომიძე იყო თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის, ევროპის ორგზის, საქართველოს რვაგზის, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი და მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი.
საინტერესოა, რომ მსოფლიოსა და ევროპის მომავალი ჩემპიონი სპორტით გვიან დაინტერესდა. შოთა ლომიძემ ჭიდაობა ჯარში ყოფნის დროს დაიწყო და ახალბედა ფალავანი საბჭოთა კავშირის შეირაღებული ძალების პრიზიორი გახდა. აღნიშნავენ, რომ გამოუცდელმა და იმ პერიოდში არაპროფესიონალმა მოჭიდავემ უზარმაზარი იმპერიის შეირაღებული ძალების ტურნირზე წარმატებას დიდი ფიზიკური ძალის წყალობით მიაღწია.
ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ქართველმა ფალავანმა ჭიდაობა პროფესიულ დონეზე დაიწყო და არაერთი დიდი ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.
შოთა ლომიძემ კარიერა 1971 წელს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაასრულა.