საქართველოს აბსოლუტური ფალავანი საჩხერელი მოჭიდავე გახდა
საქართველოს აბსოლუტური ფალავანი საჩხერელი მოჭიდავე გახდა

საქართველოს 2019 წლის აბსოლუტური ფალავანი ონისე ბუღაძე გახდა – პრესტიჟულ შეჯიბრებას თბილისის ფრენბურთის ახალი სასახლემ უმასპინძლა და საჩხერელი სპორტსმენის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

ჯერ გამარჯვებულები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ: 80 კგ-ში – გიორგი კაციაშვილი (კასპი), 90 კგ-ში – ილია ბათურაშვილი (ახმეტა), 100 კგ-ში – ლაშა კაველური (მცხეთა),+100 კგ-ში – ონისე ბუღაძე (საჩხერე).

სახჩერელმა მოჭიდავემ +100 კილოგრამში მოიგო ჩემპიონობა, მერე ფალავნობისთვის ბრძოლაში ნახევარფინალში ახალციხელ ნიაზ დიასამიძეს სძლია, ხოლო ფინალში სამტრედიელ გიორგი ზაქარიაძეს დაუპირისპირდა. ფინალი დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბოლოს ბუღაძემ მეტოქის მცირე მოდუნებით ისარგებლა, სუფთად დაამარცხა და საქართველოს აბსოლუტური ფალავანის წოდება მესამე მცდელობაზე მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს დასავლეთ საქართველოს წარმომადგენელმა ეს საპატიო წოდება 1989 წელს მოიპოვა – მაშინ ჩემპიონი ზესტაფონელი გია გაჩეჩილაძე გახდა. საქართველოს 2019 წლის აბსოლუტურმა ფალავანმა სპონსორებისგან 33 ათასი ლარი მიიღო, მეორეადგილოსანმა – 10 ათასი ლარი, ხოლო მესამეზე გასულმა – 5 ათასი.

ამას გარდა, წონითი კატეგორიებს გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს: I ადგილზე გასული სპორტსმენებმა მიიღეს 3 000 ლარი, II ადგილზე გასულებმა – 2 000 ლარი, ხოლო III ადგილოსნები – 1 000 ლარით დაჯილდოვდნენ.