20 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენს
20 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენს

20 აპრილს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმენს.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება პლენარული სხდომების დღეებს, არსებული დღის წესრიგიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს გაიმართება პლენარული სხდომები. ამ განრიგით ვიმუშავებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.