20-22 ივნისს თბილისი ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს

18:45, 19.06.2025

2025 წლის 20-22 ივნისს თბილისი ტექნოლოგიურ ღონისძიებას, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს.

ორგანიზატორითა ცნობით, ღონისძიება სამი დღის განმავლობაში გააერთიანებს ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში, ისეთი მიმართულებების გარშემო, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტი (AI); ფინტექი (FinTech) გეიმინგი; WEB3; აგროტექნოლოგიები (AgriTech); მედია; ციფრული მარკეტინგი; კიბერსპორტი (E-Sport) და სხვა.

პირველ დღეს Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის ქოლგის ქვეშ არსებული Community Partner-ები თბილისის მასშტაბით ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა უნიკალურ Side Event-ს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Forbes Georgia, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups.

Side Event-ებზე დასასწრებად ვებგვერდზე უნდა მიჰყვეთ სეგმენტს – სასურველი, დარეგისტრირდეთ და მიყვეთ ინსტრუქციას (ზოგიერთ მათგანს სჭირდება ბილეთები). ინფორაციას სრულად იხილავთ ბმულზე.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია, სახელწოდებით Shaping the New Era კი რიგით მეორე დღეს, 21 ივნისს Radio City | District 4-ში ჩატარდება და გააერთიანებს 3000-ზე მეტ სტუმარს, 100-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას და 120 სპიკერს სხვადასხვა ქვეყნიდან.

სპიკერებს შორის იქნებიან:⁠ ⁠Jessica Tams – Atari-ს მმართველი გუნდის დირექტორი, Griffin Gaming-ის ვენჩურული პარტნიორი; ⁠Ruben Veiga – Roblox-ის ქომუნითი მენეჯერი ევროპაში;  ⁠Maxime Paradis – Paradis Club-ის დამფუძნებელი; ⁠Israel Pons – PITCH to the WORLD-ის თანადამფუძნებელი; JP Isham – Gala – Games, Film and Music-ის მრჩეველთა ბორდის წევრი, Alchemist investment fund-ის მმართველი დირექტორი;  ⁠Dmitri M. Johnson – Story Kitchen-ის დამფუძნებელი პარტნიორი და პროდიუსერი და სხვები.

Radio City | District 4-ში ქართველი და უცხოელი წამყვანი ტექ. პროფესიონალები სხვადასხვა სცენაზე წარსდგებიან: მოეწყობა მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და კონკურსი, შიდა მცირე სცენა, Outdoor სცენა, მედიასივრცე და Chillout ზონა, 3 ბარი, არტინსტალაციების ზონა და სხვა.

მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ინვესტორთა დახურულ ლაუნჯში შეხვდნენ ქართული და უცხოური VC ფონდების წარმომადგენლებს, Family Office-ებს, ანგელოზ ინვესტორებს, ტრადიციულ და ინოვაციურ სექტორებში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს. პარტნიორების მიერ ჩატარებული მრავალფეროვანი აქტივობების, DJ სეტებისა და თეატრალური ნაწილის, ექსპოზონის, გასართობი და სპორტული აქტივობების საშუალებით შექმნილი დინამიკური და ინსპირაციული გარემო, დამსწრე საზოგადოებას ახალი ნეთვორქინგ სესიების გამართვისა და შესაძლებლობების აღმოჩენის უნიკალურ შანსს მისცემს.

ღონისძიების შემაჯამებელი, მესამე დღე, 22 ივნისი,მ დაეთმობა კვლავ Community Partner-ების Side Event-ებს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს, სურს, შეხვდეს ინვესტორებს და გაიცნოს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალები. გარდა ადგილობრივი მონაწილეებისა, ღონისძიება უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რაშიც აქტიურად არიან ჩართულები GTWT 2025-ის ბრენდ-ელჩები – საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ათი პროფესიონალი, რომელთა მხარდაჭერით ხდება სხვადასხვა ქვეყანაში ინფორმაციის გავრცელება და სტუმრების მოწვევა.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა სტარტაპ კონკურსისა და გამოფენისთვის, მოხელისეობრივი ჩართულობისა და ღონისძიების დეტალებისთვის შესაძლებელია ბმულზე.

მსგავსი