20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულმა კახა ღავთაძემ ბრალი აღიარა.

კახა ღავთაძემ ბრალდების მხარეს წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო. ღავთაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. შუამდგომლობა ამის შესახებ ღავთაძის უფლებადამცველმა დააყენა, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა.

ადვოკატმა ღავთაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა 2000-ლარიანი გირაოთი მოითხოვა. ასევე მისი თქმით, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება.

მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ღავთაძეს 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა და დარბაზიდან გათავისუფლდა.

20 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მასზე თავდასხმა.