20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა გოგი ქურდოვანიძემ ბრალი აღიარა
20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა გოგი ქურდოვანიძემ ბრალი აღიარა

20-21 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გოგი ქურდოვანიძემ ბრალი აღიარა და პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სადავო არ გახადა. შესაბამისად, გიორგი ქურდოვანიძის საქმე სხვა ბრალდებულების საქმეს გამოეყო და ცალკე განიხილება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ.

20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.