2 აპრილს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ შემუშავებულ გეგმას
2 აპრილს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ შემუშავებულ გეგმას

ორშაბათს, 2 აპრილს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა თბილისის მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გეგმას, – ამის შესახებ კახი კალაძემ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„უახლოეს დღეებში მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ცნობილი გახდება, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გენგეგმის მიღებასა და არ მიღებაზე პასუხიმგებლობას აიღებს თბილისის მერია. ორშაბათს ვაპირებთ მივიღოთ გადაწყვეტილება საზოგადოება თქვენი, ჟურნალისტების მეშვეობით გაიგებს ამას. ორი მილიონი ლარი უკვე გადახდილია, ხუთი ეტაპი მიღებული აქვს მერიას, საკმაოდ დიდია მოცულობით. მეექვსე ეტაპი, რომელიც არის მნიშვნელოვანი და ეს არის, შეიძლება ითქვას, გენგეგმა, ხარვეზებია ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა , რომ ჩვენი მხრიდან მიცემული იყო ყველანაირი ვადა, რათა ხარვეზები გამოესწორებინათ, დღესაც არის ხარვეზები“, – განაცხადა კახი კალაძემ.