2 აპრილს თეთრ სახლში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდებიან. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიდერები ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ჯერ დახურულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.