2 აპრილს დონალდ ტრამპისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა შედგება

08:23, 27.03.2019

2 აპრილს თეთრ სახლში ერთმანეთს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვდებიან. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნატო-ს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლიდერები ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ჯერ დახურულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები.

მსგავსი