პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის მონაწილეებისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ N117-ე სკოლამდე ავტობუსი იმოძრავებს
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდის მონაწილეებისთვის მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ N117-ე სკოლამდე ავტობუსი იმოძრავებს

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე მონაწილეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 2-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ შუამთის ქუჩაზე მდებარე N117-ე საჯარო სკოლამდე ავტობუსის დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსი 09:00 საათიდან 17:00 საათამდე იმოძრავებს და მგზავრებს სტანდარტული ტარიფით, 50 თეთრად მოემსახურება.