2-4 იანვარს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
2-4 იანვარს საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.