1998 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ტეხასში 48 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს
1998 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ტეხასში 48 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს

1998 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის ტეხასში 48 წლის მამაკაცი სიკვდილით დასაჯეს.

ლარი სვერინგენი 19 წლის სტუდენტის, მელისა ტროტერის გაუპატიურებასა და მკვლელობაში სასამართლომ 2000 წელს ცნო დამნაშავედ. მსჯავრდებული ბოლო წუთამდე ბრალს არ აღიარებდა.

„ღმერთო აპატიე მათ. მათ არ იციან, რას აკეთებენ“, – ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები.

პროკურორების განცხადებით, ლარი სვერინგენის დანაშაულს უამრავი მტკიცებულება ადასტურებდა.

მელისა ტროტერი 1998 წლის დეკემბერში გაუჩინარდა. ის ჰიუსტონის ეროვნულ ტყე-პარკში 25 დღის შემდეგ იპოვეს.

​სვერინგენი მე-12 პატიმარია, რომელიც აშშ-ში მიმდინარე წელს სიკვდილით დასაჯეს.