1988 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დოპინგის მიღება აღიარა
1988 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა დოპინგის მიღება აღიარა

მძლეოსნობის ათჭიდში 1988 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კრისტიან შენკმა დოპინგის მიღება აღიარა.

სპორტსმენმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკიდან განაცხადა, რომ შეგნებულად იღებდა აკრძალულ პრეპარატებს.

„თავდაპირველად ვაცხადებდი, რომ აკრძალულს არაფერს ვიყენებდი. შემდეგ იურიდიულად უფრო ფრთხილი გავხდი და ვამბობდი, რომ შეგნებულად არაფერი გამიკეთებია. ერთიც და მეორეც ტყუილი იყო. სადილის დროს, სპორტსმენების თეფშებზე ეწყოთ სხვადასხვა აბი. ჩვენ მას Smarties-ის ვეძახდით, თუმცა არ ვიცოდით რას ვიყენებდით.

ჩემთვის დოპინგის გამოყენება ახალი დონე იყო. აბების მიღება იმას ნიშნავდა, რომ ნაკრების კანდიდატი ვიყავი და კარგად უნდა გამოვსულიყავი“.

1988 წლის ოლიმპიადაზე გდრ-მ მეორე ადგილი დაიკავა მედლების ჩათვლაში. მან გაუსწრო აშშ-ს და გფრ-ს და მხოლოდ სსრკ-სთან წააგო.