1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება
1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებულთათვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება

პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი 6 აგვისტოს შევიდა ძალაში, თავად საპენსიო სისტემა კი, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც ცნობილია, 40 წლამდე დასაქმებულებისთვის სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება.

კანონის მე-3 მუხლში ვკითხულობთ: „დასაქმებული, რომელსაც დოკუმენტის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და, რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან“.

შესაბამისად, სისტემაში ჩართვა სავალდებულოა მათთვის, ვისაც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელი ჯერ არ შეუსრულდა, ანუ 1978 წლის 5 აგვისტოს შემდეგ დაბადებული მოქალაქეებისთვის.