1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად და ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში „მშვიდობის მარში“ მიმდინარეობს [ვიდეო]
უნგრეთის ეროვნული დღესასწაულის, 1956 წელს კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხების 69-ე წლისთავის აღსანიშნად და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერად ბუდაპეშტში აქცია გაიმართა.
როგორც „როიტერი“ წერს, შეკრებილები შემდეგ ფრაზებს სკანდირებდნენ: „ჩვენ არ გვსურს უკრაინისთვის სიკვდილი“, „ნობელის მშვიდობის პრემია ვიქტორ ორბანს“ და „გავხადოთ ევროპა კვლავ დიდებული“.
მედიის ცნობით, მარშისას ვიქტორ ორბანი საკუთარ მომხრეებს სიტყვით მიმართავს.
არსებული ინფორმაციით, პარალელურად დაანონსებულია მეორე, ორბანის მოწინააღმდეგეთა აქციაც, რომელსაც სწორედ უნგრეთის მმართველი პარტიის ყოფილი წევრი პეტერ მადიარი უხელმძღვანელებს და შეკრებილებს სიტყვით მიმართავს.
2026 წლის აპრილში უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი, რომელშიც ვიქტორ ორბანის მთავარ მეტოქედ სწორედ პეტერ მადიარს მიიჩნევენ.
ცნობისთვის, 1956 წელს უნგრეთში კომუნისტური მმართველობის საწინააღმდეგო ამბოხება მოხდა, რომელიც საბჭოთა არმიის ძალებმა ჩაახშეს.