19 წლის გიორგი ყავლაშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიური გუნდის განაცხადში მოხვდა #1TVSPORT

10:39, 05.08.2026

გიორგი ყავლაშვილი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „როიალ უნიონის“ განაცხადში მოხვდა – ბელგიურმა გუნდმა შინ გასული სეზონის აღმოჩენას, „ბოდო გლიმტს“ უმასპინძლა და მატჩი 3:3 დაასრულა.

19 წლის ქართველი მეკარე ნორვეგიელებთან განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. ყავლაშვილი ბელგიაში იზრდებოდა და „ვესტერლოსა“ და „ანტვერპენის“ ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. „როიალ უნიონში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით 2024 წლის ზაფხულში გადავიდა და 19-წლამდელებში ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 6 მატჩი ჩაატარა.

შარშან ზაფხულში გიორგიმ პირველი პროფესიული ხელშეკრულება სწორედ „როიალ უნიონთან“ გააფორმა. ყავლაშვილის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი – ის თავიდან გუნდის მეოთხე მეკარე იყო. მაგრამ შარშან რამდენჯერმე მოხვდა გუნდის განაცხადში, ახლა კი მესამე მეკარე გახდა.

ქართველი ემიგრანტების ოჯახში გაზრდილი გიორგი ყავლაშვილი ბელგიაში დაიბადა. უთამაშია საქართველოს 17-წლამდელების ნაკრებში, მერე კი 19-წლამდელთა გუნდის წევრი იყო.

მსგავსი