19-წლამდელმა გოგონებმა ევროშესარჩევში ისევ 0:7 წააგეს
19-წლამდელმა გოგონებმა ევროშესარჩევში ისევ 0:7 წააგეს

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელი გოგონების ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩშიც დამარცხდა.

19-წლამდე გოგონათა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში გუნდი ამჯერად ჩეხეთს დაუპირისპირდა. უგლიევიკის „ნოვი გრადსკის“ სტადიონზე გამართული შეხვედრა ჩეხების დიდი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, მეტოქემ 7:0 გაიმარჯვა.

ჩეხეთი 7:0 საქართველო

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, დიმოპულუ (23. ჯანიკაშვილი), ეჯიბია, ეპიტაშვილი, ხანდაზიანი (71. წოწერია), კალანდაძე, ბოლქვაძე (90. ნარსია), წულაია
სათადარიგოები: გაბელაია, გაბედავა, ცაავა, ფერაძე
მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

19-წლამდელები საკვალიფიკაციო რაუნდის დასკვნით შეხვედრას 8 ოქტომბერს მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავენ. გუნდმა პირველი მატჩიც ნორვეგიასთან 0:7 დათმო და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.