19-წლამდელები შესარჩევს ლიხტეინშტეინით იწყებენ - მინი-ტურნირს თბილისი უმასპინძლებს
საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფურ ეტაპს ლიხტეინშტეინთან თამაშით გახსნის.
გიორგი მიქაძის გუნდის მეტოქეები ლიხტეინშტეინი, აზერბაიჯანი და ისრაელი არიან. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისი უმასპინძლებს.
14-დან 20 ნოემბრამდე მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ და სათადარიგო მოედნებზე ჩატარდება.
თამაშების განრიგი
14 ნოემბერი
საქართველო – ლიხტეინშტეინი 17:00
17 ნოემბერი
საქართველო-აზერბაიჯანი 17:00
20 ნოემბერი
ისრაელი – საქართველო 17:00