19-წლამდე ნაკრები მოლდოვის 20-წლამდელებთან პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT
19-წლამდე ნაკრები მოლდოვის 20-წლამდელებთან პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოლდოვაში საერთაშორისო ტურნირზე მეორე შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე მასპინძელთა 20-წლამდელების გუნდი იყო, რომელიც ტურნირზე გამონაკლისის სახით დაუშვეს. პენალტების სერიაში მოლდოველებმა გაიმარჯვეს.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველ მატჩში 6 ივნისს, ნისპორენიში მოლდოვის 19-წლამდელთა ნაკრებთან დამარცხდა – 1:2. უფროსი ასაკის მასპინძლებთან კი მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

ტურნირის დებულებით, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. ჩვენი გუნდიდან თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულეს რეზი დანელიამ, დავით ზაქარეიშვილმა, ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა და მეკარე გიორგი ყავლაშვილმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა პენალტი ვერ გამოიყენა და მოლდოვამ 5:4 მოიგო.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე ბოლო მატჩში 10 ივნისს მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში სომხეთის 19-წლამდელებს დაუპირისპირდება.