19-წლამდე გოგონათა ნაკრების მარცხი
19-წლამდე გოგონათა ნაკრების მარცხი

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინაშია და 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ატარებს.

ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილებმა პირველი ტურის შეხვედრა ნორვეგიასთან გამართა და 0:7 დამარცხდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბოსნიამ ჩეხეთი 2:0 დაამარცხა.

გოგონათა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 5 ოქტომბერს ჩეხეთთან გამართავს, 8 ოქტომბერს კი მასპინძელ ბოსნიას დაუპირისპირდება.

19-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები არიან –

მეკარეები – თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), სვეტლანა გაბელაია (თბილისის „ნიკე“)

მცეველები – მარიამ კალანდაძე, ანა ჯოჯუა („ლანჩხუთი“), მარიამ ჯანიკაშვილი, ელენე რაუხი (ორივე – „თბილისი“), გვანცა ქადაგიშვილი (თბილისის „ნორჩი დინამო“), ქეთევან ცაავა (ქუთაისის „მართვე“)

ნახევარმცველები – სოფიკო ნარსია, თამარ ეპიტაშვილი (ორივე – თბილისის „ნიკე“), ნინო ფერაძე („გორი იუნაიტედი“), ანა გაბედავა (ჩხოროწყუს „სამეგრელო 2017“), სალომე დიმოპულუ („პაოკი“, საბერძნეთი), ანა წულაია („კოლხეთი“, ხობი)

თავდამსხმელები – ამალია ხანდაზიანი, ანასტასია ბოლქვაძე (ორივე – თბილისის „ნიკე“), ნათელა წოწერია („ლანჩხუთი“)

დატოვე კომენტარი