19-წლამდე გოგონათა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა და ევროშესარჩევს დაემშვიდობა #1TVSPORT
19-წლამდე გოგონათა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა და ევროშესარჩევს დაემშვიდობა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდის მეორე მატჩი გამართა, ისევ დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე თამაშის შანსი დაკარგა.

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, ლავრენტი დავითაშვილის გუნდი ისრაელის ასაკობრივ ნაკრებთან 0:4 დამარცხდა.

ანგარიში 27-ე წუთზე ნოა ბიტონმა გახსნა, 35-ე წუთზე კი ბურთი საკუთარ კარში ანა პავლიაშვილმა ჩაჭრა. მეორე ტაიმში ევა სრიბნენკომ (59) და ბატულ ხალილიმ (75) გაიტანეს და ისრაელმა დამაჯერებლად გაიმარჯვა – 4:0.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა ჩრდილოეთ მაკედონიამ გიბრალტარს 6:0 მოუგო. ჯგუფს 6-6 ქულით ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია ლიდრეობენ. A ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები დაწინაურდება.

საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას ჩვენი გუნდი 10 აპრილს, გიბრალტარის 19-წლამდე ნაკრებთან მატჩით დაასრულებს.

სატურნირო მდგომარეობა: ისრაელი – 6 ქულა, ჩრდილოეთ მაკედონია – 6, საქართველო – 0, გიბრალტარი – 0.