19 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში დაბომბვების შედეგად 674 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
19 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში დაბომბვების შედეგად 674 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

19 თებერვლის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში დაბომბვების შედეგად 674 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია სირიის სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამოქალაქო ჯგუფის “თეთრი ჩაფხუტების” ცნობით, სირიის ხელისუფლება ოპერაციას არ აჩერებს.

დედაქალაქ დამასკოს მახლობლად მდებარე ტერიტორია სირიის მთავრობას 2013 წლის შემდეგ ალყაში ჰყავს მოქცეული.

აღმოსავლეთ ღუტაში 400 000 ადამიანი იმყოფება. ტერიტორიას ამბოხებულები აკონტროლებენ, თუმცა სირიის მთავრობა აცხადებს, რომ ღუტაში ტერორისტული ჯგუფებიც იმყოფებიან.